ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 8 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 8 ადამიანი დაიღუპა6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მსხვერპლით დასრულდა ინდონეზიაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნგრევას კუნძულ იავას აღმოსავლეთით 8 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

რუსთავი 2