ისანში მამაკაცი კორპუსიდან გადავარდა და დაიღუპა

ისანში მამაკაცი კორპუსიდან გადავარდა და დაიღუპათბილისში, ისანში, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, 9 აპრილს, მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.