ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე 44 ადამიანი დაიღუპა

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე 44 ადამიანი დაიღუპაათობით ადამიანი დაიღუპა ჭყლეტის შედეგად რელიგიურ ფესტივალზე ისრაელში.

ჭყლეტვა იმ დროს მოხდა, როცა ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი მე-2 საუკუნის ბრძენის, რაბი შიმ ბარ იოჩიის საფლავთან მივიდა, სადაც ყოველწლიურად მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ლაგ ბა-ომერის ფესტივალი ღამის ლოცვას, მისტიკურ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს.

რამდენიმე მომლოცველს კიბეზე ფეხი დაუცურდა, რამაც ადამიანების წაქცევა და ჭყლეტა გამოიწვია.

დაიღუპა 44 და დაშავდა 100-ზე მეტი პირი. მაშველებმა ადგილიდან დაშავებულების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების მანქანებიც.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.