იტალიაში სააღდგომო მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა – პაპი მრევლს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მიმართავს

იტალიაში სააღდგომო მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა - პაპი მრევლს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მიმართავსიტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი სააღდგომო ლოკდაუნი. ამოქმედდა.

იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა.

ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ.

რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მიმართვას 4 აპრილს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს.

იტალიის მთავრობის განცხადებით, ლოკდაუნი წესების დაცვაზე მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით 70.000 პოლიციელის მობილიზება მოხდა.

იტალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3.6 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 110.328 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იპნ