საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა მორიგი სხდომა კარტოგრაფების საქმეზე, სადაც ბრალდების მხარის მოწმე, კომისიის ყოფილი წევრი ლევან ჯღარკავა გამოიკითხა.
დაცვის მხარე და ბრალდებულები ამბობენ, რომ მოწმის ჩვენება კატროგრაფების ბრალეულობას არ ადასტურებს, რადგან ჯღარკავას მუშაობის პერიოდში, კომისიის სხდომა არც კი ჩატარებულა.
– ჯღარკავა, რომელიც დღეს თბილისის მუნიციპალური ფონდის ხელმძღვანელია, 2006-08 წლებში იყო კომისიის წევრი. მას მხოლოდ დელეგაციების შემადგენლობაში აქვს რუსეთში ვიზიტი განხორციელებული, სადაც ფსოუს მონაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდა ქართულ მხარეს ძალიან პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას იცავდა ბატონი ივერიც. სხვა მხრივ ის ვერ იხსენებს აქტიურ მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, თუმცა ადასტურებს, რომ კომისიაში იყო სამუშაო გარემო და კომისიაში ერთპიროვნულად არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, – განაცხადა ივერიმელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ
კომენტარი ივერი მელაშვილმაც გააკეთა.
– დღეს გამოკითხული მოწმე აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებით არაფერ შუაში არაა, ამ საკითხზე სხდომა არც კი ჩატარებულა იმ პერიოდში, როდესაც ის იყო კომისიის წევრი, – განაცხადა მან.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჯღარკავას ჩვენება მნიშვნელოვანია და მას სხდომებზე მიზანმიმართულად არ ასწრებდნენ.
მთავარი

