კახეთში მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ახლობლებმა მამაკაცი საკუთარ სახლშ გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ახლობლები ფიქრობენ, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.