კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში შეიძლება მის ცოლს წაუყენონ ბრალი

კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში შეიძლება მის ცოლს წაუყენონ ბრალინოდარ მელაძის შაბათის ანონსში 3 კვირის წინ კასპში 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის შესახებაა საუბარი.

“ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილს შეიძლება ქმრის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენონ.

ახალგაზრდა მამაკაცის საქმე, რომელიც ყელგამოჭრილი კასპის სასაფლაოზე იპოვეს, თავდაყირა დგება.

მამაკაცი საკუთარ საძინებელში იმ დროს მოკლეს, როდესაც ეძინა. ნაპოვნია სისხლის კვალი და დიმედროლის ამპულა, ცხედარი კი სასაფლაოზე გაიტანეს და ხევში გადააგდეს.

სახლში ბავშვები იყვნენ და ცოლი და ვინ გამოდის მკვლელი?

პოლიცია მოკლულის დედას აჩუმებდა, მაგრამ ის აქ ყველაფერს მოყვება.

ის დარწმუნებულია, რომ მძინარე შვილი რძალმა მოუკლა.” – ნათქვამია ანონსში.