ხაიშში პოლიციელები ცემეს

ხაიშში პოლიციელები ცემესხაიშში პოლიციელები ადგილობრივებმა ცემეს.

“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა16 აპრილს მოხდა და მასში, სავარაუდოდ, ხუთი ადგილობრივი მონაწილეობდა, მათგან სამი დაკავებულია.

კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა. მამაკაცები ერთ-ერთის შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ, როდესაც მათ პოლიციამ სახლში წასვლისკენ მოუწოდა, სწორედ ამის შემდეგ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინცინდენტის მონაწილე ორ პირს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.