გახარიას დამფინანსებელი კონრად ბაბუნაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა

გახარიას დამფინანსებელი კონრად ბაბუნაშვილი ხელისუფლებამ მოწამლაკომპანია ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი, კონრად ბაბუნაშვილი შაბათის ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის და მისი პარტნიორი ლიკვიდაციის მიზნით მოწამლეს.

ბაბუნაშვილი იმ კომპანიის დირექტორია, რომელიც  გიორგი გახარიას კამპანიას დააფინანსებს.

მისი მტკიცებით, სისხლში ჰემოფილიის სამკურნალო პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც მას თრომბი განუვითარდა. ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ის ეჭვობს, რომ მის მოწამვლასთან ხელისუფლების პირველი პირები არიან კავშირში და ეს მისი ლიკვიდაციის მიზნით დაიგეგმა.

ბაბუნაშვილი ღიად საუბრობს, რომ მისი მკვლელობა თბილისში ხელისუფლების დახმარებით, რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.

12 აპრილს იგივე სიმპტომებით მედიკოსებს მისმა პარტნიორმაც მიმართა. ექიმებმა ახალგაზრდა კაცს თრომბოზის დიაგნოზი დაუსვეს. პირი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ სურს, ასევე დარწმუნებულია, რომ მისი დიაგნოზი შემთხვევითი არ არის და ისიც მოწამლეს. სისხლის ანალიზის პასუხს, რომელიც მის ვერსიას დაამტკიცებს, ის უახლოეს დღეებში უცხოეთიდან ელოდება.

შაბათის ფორმულამ ინფორმაცია ბოხუას კლინიკაში გადაამოწმა, სადაც ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელ დირექტორს ოპერაცია გაუკეთეს. მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ ქირურგიული ჩარევის გადადება, პაციენტისთვის ლეტალურად დასრულდებოდა.​

ეპიკ ამბასადორის ხელმძღვანელები ყვებიან, რომ მუდმივი თვალთვალის ობიექტები არიან.

მათ საცხოვრებელ სახლებთან, თუ გადაადგილებისას ბოლო რამდენიმე თვეა საეჭვო გარემოებებს ამჩნევენ.

ფორმულა