ლაგოდეხში ელექტროტექნიკოსი ნოდარ ფრიდონაშვილი დაიღუპა

ლაგოდეხში ელექტროტექნიკოსი ნოდარ ფრიდონაშვილი დაიღუპასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 59 წლის ელექტროტექნიკოსი, ნოდარ ფრიდონაშვილი გარდაიცვალა.

ენერგო-პრო-ჯორჯიას ლაგოდეხის სერვის-ცენტრის თანამშრომელი, ქარისგან დაზიანებულ კაბელების შეკეთებას სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე ცდილობდა.

ენერგო-პრო-ჯორჯიას კახეთის წარმომადგენლობაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ძაბვა ყოველთვის გათიშულია, ამიტომ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსის ცხედარი, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.