“მამაკაცმა გოგონას კანფეტები უყიდა და კოცნა დაუპირა” – 9 წლის ბავშვი გაქცევისას თხრილში ჩავარდა

"მამაკაცმა გოგონას კანფეტები უყიდა და კოცნა დაუპირა" - 9 წლის ბავშვი გაქცევისას თხრილში ჩავარდა9 აპრილს თბილისის ერთ-ერთ უბანში, სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის გოგონა  თხრილში ჩავარდა.

ის სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ 45 წლამდე მამაკაცმა ბავშვს ჯერ კანფეტები უყიდა, შემდეგ კი კოცნა შესთავაზა. 9 აპრილს კი იგივე მამაკაცმა ბავშვზე ძალადობა სცადა, თუმცა გოგონა მისი დანახვისთანავე გაიქცა, როდესაც თხრილში ჩავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო.

არასრულწლოვნის მშობლები სამართალდამცველება უკვე დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები მუშაობენ.

პრაიმ ტაიმი