მთაწმინდაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მთაწმინდაზე, თუმანიანის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაცით, გარდაცვლილს არ იცნობენ. რა გახდა სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.