მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვესმტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი ნახეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი მტკვარში, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ქალი წყალში მეთევზემ დაინახა და პოლიციაში დარეკა.

54 წლის ქალი სახლიდან 2 აპრილს გავიდა და მას შემდეგ მისი საძიებო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.