ნანა გეგეჭკორი – “ჩინური ვაქცინით ავიცრებოდი თუ არა?”

ნანა გეგეჭკორი - "ჩინური ვაქცინით ავიცრებოდი თუ არა?"აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა ფეისბუქში დაწერა:

“ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით? ჯერჯერობით დაველოდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას. თუ საბჭო აღიარებს რომ ვაქცინა უსაფრთხოა, თუნდაც ნაკლებად ეფექტური, ცხადია, სხვა არჩევანის არ არსებობის პირობებში, არაფერს ვამჯობინებდი.

თუ ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია, ალბათ შედარებით ნაკლები რისკების ჯგუფებში გამოვიყენებდი, რადგან მათ ისედაც მცირე აქვთ სასიკვდილო გართულებების საფრთხე. ოდნავი დაცვის პირობებში კი ეს რისკები, წესით, უმნიშვნელომდე უნდა შემცირდეს.
მთავარი დასკვნა ამ ყველაფრიდან:
• ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
• საუკეთესო ის ვაქცინაა, რაზეც ხელი მიგიწვდებათ.
• გაიაზრეთ თქვენი რისკები და ვაქცინით მიღებული სარგებელი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
• ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება იდეალურად ინფორმირებული იყოს.
P.S. იმდენად მაღალია საზოგადოებრივი და პროფესიული წნეხი ვაქცინების შექმნის და აცრის პროცესზე რომ ე მონაცემების გაყალბება ადვილი ვერ იქნება. ვფიქრობ, უნდა ვენდოთ ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.”