ნათია ბანძელაძე – “გოგიჩას მანქანა ასე ვინც გააფუჭეთ, შეუმდგრები ხართ!”

ნათია ბანძელაძე - "გოგიჩას მანქანა ასე ვინც გააფუჭეთ, შეუმდგრები ხართ!"თბილისში მსახიობისა და ტელეწამყვანის გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მანქანა დააზიანეს – ფოტოებს “ფეისბუქზე” მისი მეუღლე, ნათია ბანძელაძე ავრცელებს.

გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წელს 51 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ის ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

“ვინც ეს გააკეთეთ გოგიჩას მანქანაზე გოგიჩას დაბადების დღეზე, იმაზე მეტად დასჯილები ხართ ცხოვრებაში უკვე ასეთი შეუმდგრები რომ ხართ !!!!

P.S. ამ მანქანაზე ყველაფერს უფრო მტკივნეულად აღვიქვამ, იმიტომ რომ მისია, იმიტომ დავჯექი და არ გავაფუჭე, რომ სულ დარდობდა, როცა უკვე ვეღარ ატარებდა, ყოველ დილით სამსახურში რომ მაცილებდა, მთხოვდა, დაელაპარაკე რა და უთხარი, კი არ მივატოვეო…  მერე მკითხავდა – იყავი, ნახე, უთხარიო????

აი, ეს არის ჩემთვის ეს მანქანა, სიყვარულის და ადამიანობის სიმბოლო… და არა მანქანა “გლუშიტელი” თუ “კატალიზატორი”, – წერს ნათია ბანძელაძე.

რუსთავი 2