ნელი დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილისგან ბავშვისთვის წელიწადში 100.000 ლარს ითხოვს

ნელი დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილისგან ბავშვისთვის წელიწადში 100.000 ლარს ითხოვს“რუსთავი2-თვის” ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, “რუსთავი2” სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურებას და სხვ.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე “რუსთავი2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ის ამბობს, რომ ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.