„პატარძლის არ იყოს, არ ამცდა… მაინც შემხვდა“ – შალვა ნათელაშვილი

„პატარძლის არ იყოს, არ ამცდა... მაინც შემხვდა“ - შალვა ნათელაშვილიშალვა ნათელაშვილმა ფეისბუქ ლაივ ჩართვისას იხუმრა:

„უჩვეულო ამპლუაში ვარ, 40 წელი არ ვუნახივარ ოჯახში არავის მუდმივ რეჟიმში, ჩემები მადლობას უხდიან კოვიდს, პატარძლის არ იყოს არ ამცდა, გავიტანე თავი მიტინგებზე, მაგრამ მაინც შემხვდა.“

ლეიბორისტების ლიდერი ჩართვისას კატასთან ერთად გამოჩნდა – „კუდი მოაცილე, უზრდელობაა საზოგადოებასთან” – მიმართა “პოპულისტ” ფისო ცუნდაის.

როგორც ლეიბორისტების ლიდერმა თქვა, კორონავირუსი მსუბუქი ფორმებში აქვს და თავს კარგად გრძნობს.