ფინანსურმა პოლიციამ საზღვარზე 1 მილიონის პროდუქციის უკანონოდ შემოტანა აღკვეთა

ფინანსურმა პოლიციამ საზღვარზე 1 მილიონის პროდუქციის უკანონოდ შემოტანა აღკვეთასამართალდამცველებმა საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ორი სატვირთო ავტომანქანით რეალურად შემოტანილი თითქმის 1 მილიონი ლარის ღირებულების ტვირთის ნაცვლად მხოლოდ 137 ათასი ლარი დააფიქსირეს.

კანონდამრღვევებს ახლა 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.