პუტინს რუსეთის პრეზიდენტობა კიდევ 15 წელი შეეძლება

პუტინს რუსეთის პრეზიდენტობა კიდევ 15 წელი შეეძლებარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კიდევ ორჯერ მისცემს.

ახალი კანონი მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს თანამდებობაზე ყოფნის ვადებს უნულებს.

აქედან გამომდინარე ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების საშუალება კიდევ 2-2 ვადით ექნებათ.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტს 1999 წლიდან იკავებს. 2008-2012 წლებში დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.