5 აპრილს დილით ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. წაღებულია ოქრო და ფული.
ოჯახის წევრები, რომლებიც შემთხვევის დროს, სახლში იმყოფებოდნენ, ნიღბიანებმა გაკოჭეს.
ერთი ადგილობრივის თქმით, იმ დროს სახლში 2 ქალი იყო, რძალი და დედამთილი. წაღებულია 10.000 ლარი.
მამაკაცი კი, რომელიც ძარცვის დროს სახლში იყო, ტვ პირველთან იხსენებს:
“არ მახსოვს, რამდენი ყაჩაღი იყო, ბევრნი იყვნენ. შემთხვევის დროს ქვედა სართულზე მეძინა. ქალებს ზედა სართულზე ეძინათ, წაღებულია ფული და ოქრო”.
გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

