ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული ქეთი ჩხაიძე გორში გადაიყვანეს

ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული ქეთი ჩხაიძე გორში გადაიყვანესკასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი ქეთი ჩხაიძე დღეს დილით თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს და გლდანის პოლიციაში გადაიყვანეს.

გლდანის პოლიციიდან ის გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

– ქეთი ჩხაიძე დღეს დააკავეს დილით. 375-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბრალდებით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის  დაფარვას და შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ქეთი ამ საქმეში იყო მოწმე, მან ჩვენებაში სიმართლე თქვა, როგორც იყო და რაც იყო, – განაცხადა ქეთი ჩხაიძის ადვოკატმა.

ტვ პირველი