ქორწილის წინ 18 წლის გოგონა დაიკარგა – წასვლის წინ დეიდას მესიჯი გაუგზავნა

ქორწილის წინ 18 წლის გოგონა დაიკარგა - წასვლის წინ დეიდას მესიჯი გაუგზავნასაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე  დანიშნეს და ახლო მომავალში ქორწილი იყო დაგეგმილი. ქალი მათთან ერთად, ნივთებისა და ინვენტარის შესაძენადაც იმყოფებოდა, ამიტომ, ისაიევები გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა ახალგაზრდამ გათხოვება გააპროტესტა და სახლი ამის გამო დატოვა.

მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალი შესაძლოა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. თუმცა, ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ აქვთ.

ქალის სახლთან ახლოს  სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, სადაც, სავარაუდოდ, მისი გასვლა უნდა იყოს აღბეჭდილი.

ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.