რიონის ხეობის მცველი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს

რიონის ხეობის მცველი ლაშა ქუთათელაძე დააკავესრიონის ხეობაში აქტივისტების  დაკავებები გრძელდება. იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააკავეს. ახლობლების  ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს.
დაკავებულის ინტერესებს “საია” იცავს.

რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვებში უკვე 167-ე  ღამე გაათიეს.

მთავარი