რუსთავში ქალი დაჭრეს

რუსთავში ქალი დაჭრესრუსთავში ქალი დაჭრეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი XVII მიკრორაიონში, ლეონიძის სკვერის მიმდებარედ დაფიქსირდა.

25 წლამდე მამაკაცსა და 40 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. მამაკაცმა ქალს დანით ჭრილობა მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.