საბურთალოზე ტრანსი გოგონა ცემეს – “ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს”

საბურთალოზე ტრანსი გოგონა ცემეს - "ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს"თბილისში, საბურთალოზე, პეკინის 21 ნომერში არასრულწლოვან ტრანს გოგოს თავს დაესხნენ – ინფორმაცია ტვ პირველს მადონა კიპაროიძემ დაუდასტურა, რომელიც ძალადობას შეესწრო.

კიპაროიძის ინფორმაციით, თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა.

„ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს, გეის ეძახდნან, აგინებდნენ და ურტყამდნენ… საქართველოში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები დაუცველები ვართ, სახელმწიფო ჩვენს ინტერესს არ იცავს.  როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელების იდენტიპიცირება უკვე მოახდინა პეკინზე არსებული ვიდეო კამერების მეშვეობით. თავად დაზარალებული კი პოლიციაშია გადაყვანილი, სასწრაფოც თავად გამოძახა”- ამბობს კიპაროიძე.

დაშავებული დიღმის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ტვ პირველი