საფრანგეთში გია სურამელაშვილის შვილი, ნუგზარი, დააკავეს

საფრანგეთში გია სურამელაშვილის შვილი, ნუგზარი, დააკავესსაფრანგეთში მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირების ფაქტზე ფრანგმა სამართალდამცავებმა გია სურამელაშვილის ვაჟი, ნუგზარ სურამელაშვილი დააკავეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და სურამელაშვილი უკვე თავისუფალია. დაკავებულის მამას, ცნობილ ქართველ მომღერალს, გია სურამელაშვილს, იმედი აქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მის ვაჟს გაამართლებს.

ის ასევე, უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი ვაჟი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

„ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადაც ჩემი შვილი შემთხვევით მოხვდა. იქ უბრალო ცემა-ტყეპა არ ყოფილა, ხალხი ხოცავდა ერთმანეთს.

როგორც თვითმხილველი, სწორედ ამიტომ დააკავეს ჩემი შვილი, ორი დღე იჯდა ციხეში და უკვე თავდებით გამოუშვეს. 19 აპრილს არის ჩანიშნული მეორე სასამართლო პროცესი, იმედი მაქვს, გაამართლებენ, მაგრამ არის საშიშროება, რადგან ტელეფონზე მესიჯები მომდის, მწერენ, შენი ქურდი შვილიო.

ნუგზარი ქურდი არაა, ის არის ქართველი ვაჟკაცი, „კაი ბიჭი“, რომელიც ლამაზად და კარგად ცხოვრობს“ – აცხადებს გია სურამელაშვილი.

გია სურამელაშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეუღლემ მაია კვესელავამ გაშორების შემდეგ დაუტოვა.

როგორც გია ინტერვიუებში იხსენებს მკაცრი და მზრუნველი მამა იყო.

რაც შეეხება თავად ნუგო სურამელაშვილს, ის პოპულარობას ყოველთვის ერიდებოდა, ერთადერთხელ გამოჩნდა სახალხოდ და „პრაიმშოუს“ მისცა ინტერვიუ.

„ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. გია მკაცრი მამა იყო და მამა ალბათ ასეც უნდა იყოს შვილის მიმართ. ორი დღე ფულს არ მაძლევდა, როცა გაბრაზდებოდა. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ფილარმონიიდან მიპარავდნენ“ – ამბობდა სურამელაშვილი ინტერვიუში.

პრაიმ ტაიმი