შამგონაში ენგურიდან მაშველებმა 3 ცხედარი ამოიყვანეს

შამგონაში ენგურიდან მაშველებმა 3 ცხედარი ამოიყვანესზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი.

უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.