“შენი ლაგოდეხში გაშვილებული ქალ-ვაჟი მე გავზარდე” – აღმზრდელი დედა შვილების ბიოლოგიურ დედას ეძებს

"შენი ლაგოდეხში გაშვილებული ქალ-ვაჟი მე გავზარდე" - აღმზრდელი დედა შვილების ბიოლოგიურ დედას ეძებსფეისბუქის გვერდზე “ვეძებ” ასეთი პოსტი გამოქვეყნდა:

“აღმზრდელი დედა ეძებს შვილების ბიოლოგიურ დედას.
იმშობიარე ლაგოდეხის სამშობიაროში 1998 წლის 23 აპრილს, გეყოლა ტყუპი ქალ ვაჟი და ორივე გააშვილე
ორივე მე წამოვიყვანე და გავზარდე, სითბო და სიყვარული არ მოვაკელი,
ვასწავლე ორივეს და ახლა, როცა ზრდასრულ გონიერ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, ვუთხარი ორივეს სიმართლე, შეხვდნენ მშვიდად და უფრო მეტი სითბო გამოხატეს ჩემს მიმართ..
შენი სახელი და გვარი არ ვიცი
ის კი ზუსტად ვიცი, რომ იქნები ამ ჯგუფში და გეცნობა შენი ისტორია, არ შეგაწუხებენ ჩემი შვილები.. აინტერესებთ ვინ არიან სინამდვილეში..
გამოეხმაურე”