“შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი” – რა წერია დაკარგული მარიამ ბურჭულაძის წერილში

"შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი" - რა წერია დაკარგული მარიამ ბურჭულაძის წერილშიოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს, მარიამ ბურჭულაძეს, გურიასა და აჭარაში მე-3 დღეა ეძებენ. ის ორშაბათს სკოლაში მივიდა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა. ნაპოვნია წერილი, ინგლისურ ენაზე დაწერილი ინიციალებით, რომლის ზუსტი შინაარსიც უცნობია, მას პოლიცია იძიებს.

“შესაძლოა წამლები მივიღო, ეს იმუშავებს, შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი. შურისძიება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, მაგრამ ვინ ჩაკლავს იმ ხმებს, რომლებიც ჩემს თავშია და რომლებიც ცოცხლად მჭამენ” – წერს გოგონა.

კლასელები ამბობენ, რომ ის ნაკლებად კომუნიკაბელური იყო.

– გამოკითხვაზე პირველივე ღამეს ვიყავი, ბოლოს ისტორიის მასწავლებელმა ნახა. იმ დღეს დილით ვნახე, მხოლოდ მე და მან ვისაუბრეთ გაკვეთილის დაწყებამდე, წერა ჰქონდა დასამთავრებელი, კი, მასწავლებელო, დავწერო, ლამაზად დაწერა. მე-3 გაკვეთილის დაწყებამდე ვნახე, მითხრა, რომ ჩემ დას უნდა დაველოდო, სკოლის ავტობუსს გავყვეო. იმ დღეს ტელეფონი არ შემინიშნავს. პირიქით, უფრო კარგ ხასიათზე იყო, – ამბობს კლასის დამრიგებელი.
დამრიგებელი ამბობს, რომ დაკარგულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

დაკარგული მარიამ ბურჭულაძე სოფელ გუმში ცხოვრობს, ბოლოს მოზარდი, ვიდეოკამერებმა ოზურგეთი – ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.