სპეცოპერაცია მცხეთაში – სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

სპეცოპერაცია მცხეთაში - სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებსმცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ შსს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ეძებს. ამის შესახებ სვეტიცხოვლის ქუჩაზე მცხოვრები პირები ყვებიან.

სამართალდამცველები ამოწმებდნენ ადგილობრივების სახლებს და ეზოებს. სპეცოპერაცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და სავარაუდოდ ახლაც გრძელდება.

– ჩემთან სახლში 2 პოლიციელი შემოვიდა, საბუთები მაჩვენეს, საიდუმლოდ ინახავდნენ, ვის ეძებდნენ, საშიში პიროვნებები არიანო, თქვეს. მე ვიფიქრე, აბასთუმანში მკვლელობის მერე რომ გაექცათ, იმათ ხომ არ ეძებდნენ, – უთხრა მთავარს ადგილობრივმა.

შსს-ს პრესსამსახური ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ინფორმაციას.