სპეცოპერაცია ფონიჭალაში – ნარკორეალიზაციაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკორეალიზაციაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ამ წუთებში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცენდენტო სქემა, რომელშიც არასრულწლოვანი ბავშვებიც ჰყავდათ ჩართული.

საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკორეალიზაციის საქმეში ბავშვები ფიგურირებენ.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

“კურიერის” გადამღები ჯგუფი დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.