სურამში ცოლ-ქმარი გაზით გაიგუდა

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები სახლში ნათესავმა აღმოაჩინა.

მეზობლების ინფორმაციით, ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, გაზის გამათბობელია დამონტაჟებული.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.