თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნეს – მას 3 წელი იძულებით მკურნალობა შეეფარდა

თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნეს - მას 3 წელი იძულებით მკურნალობა შეეფარდაგიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს სასამართლომ 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპერტიზამ ბრალდებული მამაკაცი შეურაცხადად ცნო, მოსამართლემ მას 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ზ.ხ-ს მამა 11 სექტემბერს მუქარის,
მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს.