თბილისში 30 წლის კაცმა ორსულ ცოლს ხელი მოტეხა

თბილისში, 30 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა.

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

კაცი დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.