თემურ ხაჩიშვილი – “ლაშა ნაცვლიშვილმა ჩემი მკვლელობა დაგეგმა”

თემურ ხაჩიშვილი - "ლაშა ნაცვლიშვილმა ჩემი მკვლელობა დაგეგმა"თავდასხმის მცდელობა “მხედრიონის” დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელზე – თემურ ხაჩიშვილი  “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი გატაცებისა და შემდეგ უკვე ლიკვიდაციის ორგანიზატორი “ქართული ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილია.

შსს-ს ყოფილი მინისტრი და მხედრიონის ყოფილი ხელმძღვანელი “პირველებთან” ამბობს, რომ მას 12 პირი დაესხა თავს. ხაჩიშვილი აღნიშნავს, რომ  გამტაცებლების იდენტიფიცირება შეძლო. მისივე თქმით, თავდამსხმელებს შორის უშიშროების თანამშრომლებიც იყვნენ და ამის შესახებ  გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

– ეს მათი მხრიდან ჩატარებული მკვლელობის მცდელობაა, რომელიც მათ არ გამოუვიდათ, ეხლა ამას მონათლავენ წერილის მიტანად, დეპეშის მიტანად და სხვა რამედ. ამ ბანდის უკან სამწუხაროდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ლაშა ნაცვლიშვილი, დგას. მას აქვს შექმნილი ბანდები და სამწუხაროდ იყენებს ხელისუფლების სახელს. ტრაგედიაა, როდესაც მკვლელები დათარეშობენ – ამბობს ხაჩიშვილი.
თავდასხმის მცდელობა ვაკეში, ხაჩიშვილის მეგობრის ოფისში, მოხდა. თემურ ხაჩიშვილის ამბობს, რომ თავდამსხმელებს შორის 30 წლის წინ მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის, ვაჟი, ალექსანდრე ვეფხვაძე ამოიცნო.

ტვ პირველი