თეონა ჯულუხაძე ალუდა გოგლიჩიძეს შვილებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თეონა ჯულუხაძე ალუდა გოგლიჩიძეს შვილებზე ზეწოლაში ადანაშაულებსგანათლების მინისტრის და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძეს ძალადობასა და შვილებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ყოფილი მეუღლე ადანაშაულებს.

რამდენიმეწლიანი დავა შვილებისთვის ისევ გრძელდება.

ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც თეონა ჯულუხაძემ მეუღლის ძალადობის გამო მასთან განქორწინება გადაწყვიტა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილების საცხოვრებლად დედის სახლი განისაზღვრა, თუმცა, ჯულუხაძის თქმით, მამის მხრიდან მოზარდებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, დედასთან მხოლოდ 20 წლის ბიჭი ცხოვრობს, 8 და 12 წლის შვილების ნახვის უფლება კი მას არ აქვს.

– 1 მარტს ვნახე ჩემი პატარა შვილი, ჩამეხუტა, მომეფერა. მიმოწერები შუათანა შვილთან არის სალანძღავი სიტყვები. იგივე ნარატივია ზუსტად, რასაც მამა ჩემთან მიმართებაში იყენებს. ამით შემიძლია დავასკვნა, რომ ეს არის ძალადობა მამი მხრიდან, – განაცხადა თეონა ჯულუხაძემ.

ყოფილი მეუღლის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს უარყოფს ადრესატი ალუდა გოგლიჩიძე.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან პირველი სატელევიზიო განმარტება გააკეთა, ახლა უკვე “კავკასიის უნივერსიტეტის” განათლების ფაკულტეტის დეკანი შვილების წართმევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ბრძოლას სხვადასხვა ფორმით მტკიცებულებებით გეგმავს.

– დედა ჰყავს შუათანა შვილი უგულვებელყოფილი. ერთი ღამე არ აქვს ბავშვს მასთან გატარებული, – განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

პრობლემის მოგვარებაში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც.

რუსთავი 2