“ტოპ პერფორმანსი” – რა გააკეთა გურამ კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგ

"ტოპ პერფორმანსი" - რა გააკეთა გურამ კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგმარტის სანაკრებო ბატალიები საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან დაპირისპირებით დაასრულა. ჯვაროსნების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან ნაომარ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – ვაკო გვილიას ნაცვლად, სასტარტოში ადგილი გიორგი აბურჯანიას ანდო. ფრანგმა სპეციალისტმა აბურჯანია შვედეთთან პირველ მატჩშიც დააყენა, თუმცა მაშინ ესპანური „კართაგენის“ ფეხბურთელმა დიდად თავი ვერაფრით გამოიჩინა.

76-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრები დაწინაურდა, თუმცა გოლი მასპინძლებს არ გაუტანიათ. ამაში ბერძნებს ოთარ კაკაბაძე დაეხმარა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა. ზუსტად ორ წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების ბრილიანტმა მეტოქის დაცვა გააბითურა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

სოციალურ ქსელში აიტაცეს კადრი, სადაც დაფიქსირებულია, რას აკეთებს გურამ კაშია მოედანზე, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარში გოლი გაიტანა.

ფოტოზე ჩანს, როგორ ამხნევებს ავტოგოლის ავტორს, ოთარ კაკაბაძეს თანაგუნდელი.

„კვარა გასაგებია, ფოკუსშია, გმირია. მაგრამ დააკვირდით კაშიას! როგორ ამხნევებს ხვიჩას გოლის ზეიმის დროს კაკაბაძეს, რომელმაც 2 წუთის წინ ავტოგოლი გაიტანა. გურამ კაშია ძალიან მაგარი ლიდერია!“

„კაშო ყოველთვის ლიდერი იყო,მაგრამ რაც ამ 3 თამაშში გააკეთა,რა ვიცი საოცარი იყო. ტოპ პერფორმანსი“

პრაიმ ტაიმი