„უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“, რომლის მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ

„უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“, რომლის მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენაღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის დიპლომატიური კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. ჩეხეთი რამდენიმე ათეულ რუს დიპლომატს აძევებს. ჩეხები ითხოვენ, რომ რუსეთის საელჩოს შემადგენლობა მინიმუმამდე შემცირდეს. მათ მხარდაჭერას უცხადებენ სხვა ევროპული ქვეყნებიც და ანალოგიურად აგრძელებენ რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას.
დიპლომატიური კრიზისი და ნამდვილი პოლიტიკური სკანდალი მას მერე განვითარდა, რაც პრაღამ რუსეთის სპეცსამსახურები ჩეხეთში, საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ამ ფაქტს „უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“ უწოდა. კრემლი ჩეხეთის ხელისუფლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და საპასუხოდ თავად აძევებს ჩეხ დიპლომატებს რუსეთიდან. ამ ორ სახელმწიფოს შორის ასე დაძაბულ ურთიერთობას ექსპერტები ათწლეულების ყველაზე ღრმა კრიზისად აფასებენ.
„უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“, რომლის მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენსაინტერესოა, რა ფაქტებზე დაყრდნობით ადანაშაულებენ ჩეხი სამართალდამცველები 2014 წელს მომხდარი ორი აფეთქების მოწყობაში რუსებს, ან რა ინტერესი უნდა ჰქონოდა კრემლს ჩეხეთის ერთ-ერთ სოფელში მდებარე კერძო კომპანიის საწყობთან. საქმე ისაა, რომ იმ დროისთვის ამ საწყობებში ბულგარელი ბიზნესმენის ემელიან გებრევის კომპანიის კუთვნილი შეიარაღება ინახებოდა. ჩეხი სამართალდამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვრბეტიცაში მომხდარი დივერსიული ოპერაციები სწორედ გებრევის ბიზნესგარიგებების ჩასაშლელად იყო გამიზნული. 2014 წელს, ერთთვიანი ინტერვალით, ვრბეტიცაში ორი აფეთქება მოხდა. პირველმა მათგანმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“, რომლის მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენისმის კითხვა – რატომ „ნადირობდნენ“ ГРУ-ს ოფიცრები გებრევზე და მის შეიარაღებაზე? როგორც ევროპული მედია წერს, ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო, რომლისგანაც შეიარაღებას რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლება ხშირად ყიდულობდა და, როგორც ახლა ირკვევა, კრემლი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ უკრაინა ამ მხრივაც დაესუსტებინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩეხეთში მომხდარიდან მალევე, 2015 წლის 28 აპრილს, გებრევი მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ის გარკვეული დროის განმავლობაში კომაში იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. დაახლოებით იმავე პერიოდში ანალოგიური სიმპტომებით კლინიკაში დააწვინეს მისი ვაჟი და ასევე ბიზნესპარტნიორი კომპანია EMჩO-დან. 2015 წელს ჰელსინკის უნივერსიტეტის ლაბორატორიამ იმ ნივთიერებების იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც გებრევის ორგანიზმში აღმოაჩინეს. აღმოჩენილი კვალი მიანიშნებდა იმაზე, რომ გებრევის მოწამვლა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით ცადეს, დაახლოებით ისეთით, როგორც ეს მოგვიანებით სერგეი სკრიპალის შემთხვევაში დაფიქსირდა. 2018 წელს კი „ნოვიჩოკის“ ამავე კლასის ნივთიერება სოლსბერიში, სკრიპალის სახლის სახელურზე აღმოაჩინეს. მას მერე, რაც სკრიპალები მოწამლეს და „ნოვიჩოკის“ გამოყენების შესახებ ცნობილი გახდა, ემელიან გებრევმა ბულგარეთის ხელისუფლებას მასზე თავდასხმის საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს კიდეც. ბულგარეთის პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შემდეგ რუსეთის 3 მოქალაქეს ემილიან გებრევის მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი.
როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები თვლიან და, სავარაუდოდ, ამ კვალზე მიდიან ჩეხი და ბულგარელი სამართალდამცველებიც, ჩეხეთში საბრძოლო შეიარაღების აფეთქება, ემელიან გებრევის მოწამვლა ერთი მასშტაბური ოპერაციის ნაწილი იყო, რომლის ავტორები ГРУ-ს ცნობილი დანაყოფი 29155-ია. მათი უმთავრესი მიზანი კი უკრაინის ხელისუფლებისთვის იარაღის მოწოდების შეჩერება გახდა. აღსანიშნავია, რომ ГРУ-ს ამავე დანაყოფს მოლდოვაში „დესტაბილიზაციის კამპანიის“ მოწყობასა და მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ხედავენ.
„უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“, რომლის მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენგუშინ კი ბულგარეთის პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს 2011-200 წლებში ბულგარეთის ტერიტორიაზე იარაღის საწყობებში მომხდარი აფეთქებების ფაქტების გადამოწმება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეიარაღების გაგზავნა უკრაინასა და საქართველოში იგეგმებოდა. ამ დროისთვის გამოძიება ამოწმებს, ჰქონდა თუ არა შემხებლობა ამ აფეთქებებთან რუსეთის კონკრეტულ 6 მოქალაქეს.
მართალია, რუსული პროპაგანდისტული მედია ჩეხეთის პრეზიდენტის „პრორუსული“ განცხადების ამოგლეჯილ ციტატას ავრცელებს და ჩეხი თუ ბულგარელი სამართალდამცველების დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ მილოშ ზემანმა იმ განცხადებაში შემდეგი სიტყვებიც თქვა – „ვიმედოვნებ, რომ სიმართლეს შევიტყობთ. გავარკვევთ, ეჭვი არის თუ არა დასაბუთებული და ამ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ვინარჩუნებ, რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს შესაძლო ტერორისტული აქტის ჩადენის გამო“.
მერაბ სხირტლაძე