უცნობი და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან და მათ გამოშვებას ითხოვენ

უცნობი და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან და მათ გამოშვებას ითხოვენმომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი და ვატო შაქარაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ თემაზე “აი ია”-ს დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს.

– საზოგადოება გაერთიანდა პოლიტმედია პატიმრების დასაცავად. სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტონული დოკუმენტი და უკვე 2.000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან, – თქვა ვატო შაქარაშვილმა.
მისივე თქმით, ხვალ, 29 აპრილს ხელმოწერებით მივლენ საქალაქო სასამართლოსთან და ადვოკატები თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

“უცნობმა” აღნიშნა, რომ გიორგი მუმლაძე, რომელიც “პოლიციელს კბენს” გირაოთი გაათავისუფლეს და გაუგებარია რა დააშავეს ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა.