ზუგდიდის ვალუტის ჯიხურში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს 10.000 ლარი მოპარა

ზუგდიდის ვალუტის ჯიხურში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს 10.000 ლარი მოპარაზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დღეს დილით ფულის გადასახურდავებელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა ბ. ხ.-მ გამყიდველ ქალს ა. ბ.-ს 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა.

იგი ქალს როგორც მომხმარებელი, ისე გაეცნო. როდესაც ა.ბ.-მ თანხის გადასახურდავებლად უჯრა გახსნა, მამაკაცმა ის სწორედ ამ დროს გაქურდა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით, ბაზრიდან მოშორებით ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს. მათ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი თანხა.

დაკავებული მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.