13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში ახალგაზრდა კაცი ამხილა

13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში ახალგაზრდა კაცი ამხილა13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა. მას შემდეგ, რაც გოგონამ აღნიშნულის შესახებ მშობლებს უამბო და საქმეში პოლიცია ჩაერთო, გაირკვა, რომ 30 წლის მამაკაცი გარყვნილი ხასიათის ქმედებას სხვა არასრულწლოვნებთანაც სჩადიოდა ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.

კურიერის ცნობით, მამაკაცს არასრულწლოვნების მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 30 წლის მამაკაცი გასულ წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დატოვების შემდეგ ის თბილისის ერთ-ერთ უბანში, ბებიასთან ცხოვრობდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ის ბავშვებს ხშირად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა. 112-ში ზარის განხორციელების შედეგ პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცის საცხოვრებელ ბინაშიც მივიდა, სადაც ის მარტო ცხოვრობდა. “კურიერმა” გაარკვია, რომ ბებიამ სახლი მისი გადმოსვლის შემდეგ მალე დატოვა, რადგან შვილიშვილმა ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო.

“კურიერის” ინფორმაციით, პირი ამ დროის მონაცემებით დაკავებული არ არის და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის – 13 წლის მოზარდიც.