26 წლის ყაზახი ქალი საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

საქართველოში, ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე ასელ აიტპაევა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. „ეხო კავკაზა“ ინფორმაციას ყაზახეთის საგარეო საქმეთა და საქართველოს შსს-ებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორაციით, ახალგაზრდა ქალი ბოლოს კავშირზე მეგობართან 5 მაისს გავიდა. მან მეგობარს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა, სადაც მათივე ცნობით, უცნობი კაცის მუქარა ისმოდა.

აიტპაევას დის ინფორმაციით, ის 2021 წლის აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ მასთან კონტაქტი გაწყდა.