“აფრიკაში მოგზაურობა გადავწყვიტეთ” – ნეკა დოროყაშვილმა შვილს დაბადების დღე ეგვიპტეში გადაუხადა

"აფრიკაში მოგზაურობა გადავწყვიტეთ" - ნეკა დოროყაშვილმა შვილს დაბადების დღე ეგვიპტეში გადაუხადამოდელი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი აფრიკული მოგზაურობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„მას შემდეგ რაც ლუკასს წავუკითხე წიგნი “მსოფლიოს შვიდი საოცრება”, მის უახლოეს მიზნად იქცა პირამიდების ნახვა და შესვლა პირამიდებში. მუდმივად მეკითხებოდა პირამიდებზე და მთხოვა, რომ მისი ოცნება ამეხდინა და თავის დაბადების დღეს ეგვიპტეში შეხვედროდა. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ აფრიკაში მოგზაურობა.

როდესაც ხელჩაკიდებულები ვათვალიერებდით პირამიდებს და გიდი გვიხსნიდა, რომ მათი აშენების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია, ლუკასმა ინგლისურად უპასუხა: ”but i know the secrets of pyramids……” გიდმა ჰკითხა ლუკასს: ” თუ შეიძლება მეც მითხარი მათი საიდუმლო თუ როგორ ააშენესო… ” ლუკასმა უპასუხა: ”if you be my friend i will tell.“

პრაიმ ტაიმი