“არ ინერვიულო, იქითა ცხოვრებაში გნახავ” – ნიკა ანთაძის ბოლო მესიჯი ადვოკატმა გაასაჯაროვა

"არ ინერვიულო, იქითა ცხოვრებაში გნახავ" - ნიკა ანთაძის ბოლო მესიჯი ადვოკატმა გაასაჯაროვასოფელ ნამოხვანში, 10 აპრილს გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

ნიკა ანთაძის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ ანთაძის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯი გაასაჯაროვა:

„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაოს, საახლობლოს, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“.

ადვოკატის თქმით, ნიკას დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა აშშ-ში ცხოვრობს.

– მისი ამერიკაში წასვლა ნამდვილად იყო მომავლის გეგმა, მაგრამ ამერიკის ვიზა არ გააჩნდა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან კარვების ტერიტორიაზე არათუ ალკოჰოლის, არამედ თამბაქოს მოხმარებაც კი, აკრძალულია. მოსაზრება, რომ ის იყო მოცურავე, რიონი გადაცურა და მეორე ნაპირზე გავიდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არასდროს ყოფილა დაკავებული აღნიშნული სპორტის სახეობით. თვითმხილველებმა ნახეს ბოლო წამებში შუა მდინარეში როგორ მიცურავდა და გაუჩინარდა, – განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

იპნ