ასელ აიტპაევას გაუპატიურებისთვის ზუგდიდელი ბესიკ თორდუაა დაკავებული

ასელ აიტპაევას გაუპატიურებისთვის ზუგდიდელი ბესიკ თორდუაა დაკავებულიყაზახეთის მოქალაქის, 26 წლის ასელ აიტპაევას, გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბესიკ თორდუას, ცოტა ხნის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ვინაიდან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხებოდა, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. “კურიერმა” გაარკვია, რომ დაკავებული მამაკაცი ბესიკ თორდუა ზუგდიდის მკვიდრია, “კურიერმა” გაარკვია. რომ ის ადრე ბელორუსში იყო დაკავებული. ნასამართლეობის შესახებ საუბრობს მამაკაცი გავრცელებულ ჩანაწერშიც და ამბობს, რომ ის 10 წელი ციხეში იჯდა.

ასელ აიტპაევამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავის მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, როგორ ემუქრება მას ბრალდებული ბესიკ თორდუა.

“მდუღარეს გადაგასხამ, ცხოველი… მოკეტე… გაგხლეჩ შუაზე, ეს მხოლოდ დასაწყისია იცოდე…შენ რომ კაცი იყო უკვე მკვდარი იქნებოდი. მოგკლავდი… ძმა მყავს პოლიციელი, პროკურორი… მე თუ რამე დამემუქრება, ჩემები შუაზე გაგხლეჩენ”, – ისმის ჩანაწერში.