თენგიზ მაჭავარიანი ფეისბუქში წერს:
„აი ახლა ვწევარ „საუნივერსიტეტო კლინიკაში“. არის დაავადების მე-12 დღე მესამე დღეა, ჟანგბადზე ვარ. 2 წუთით ჩავრთე ფეისბუქი და რამდენიმე ისეთ სტატუსს გადავაწყდი, რომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვაქვს ტვინის სერიოზული პრობლემა. 10 დაავადებული იყო ტყუილიაო, 5000 იყო ტყუილიაო. რესტორნები გავხსნათო, პირბადე ერთის უფლებას არღვევს, აცრა მეორისას, ვიღაცას ხელის დაბანა არ უნდა და ვიღაცები „მზიურში“ ბალახზე წამოწოლილი ერთი ბოთლიდან წრუპავენ პივას. ნუ კომენდანტის საათი ხომ არავის არ მოსწონს, ან რა მოსაწონია, მაგრამ მოიქეცით ადამიანურად და ეგეც შემსუბუქდება.
მე აცრილიც ვიყავი, პირბადეც სულ მეკეთა, მაგრამ მაინც გადამედო ვიღაც „თავისუფლების მოყვარული“ ადამიანისგან. ყველას მსუბუქი ფორმა არა აქვს, დამიჯერეთ, ძალიან ვერაგი დაავადებაა, ძალიან და დაანებეთ ამ რეგულაციების მოხსნის მოწოდებებს თავი“.
დაიჯესტი

