“ბასილაშვილებს ნეკა დოროყაშვილის საძინებელში ვიდეოთვალი ჰქონდათ დაყენებული” – ბაია პატარაია

"ბასილაშვილებს ნეკა დოროყაშვილის საძინებელში ვიდეოთვალი ჰქონდათ დაყენებული" - ბაია პატარაიაბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა:

“ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა, ნეკას ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს: თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ).
ეს ქალი ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს. ბოლოს როცა ვესაუბრე ნეკას, მითხრა, რომ აუცილებლად დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება სურდა.
რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში.”