ბათუმში მამაკაცმა ქალი მოკლა და მერე მე-19 სართულიდან გადახტა

ბათუმში მამაკაცმა ქალი მოკლა და მერე მე-19 სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 გვამი იპოვეს – გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა უზბეკეთის მოქალაქე ქალი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თურქეთის მოქალაქე მამაკაცი, სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადახტა. ქალის გვამი სწორედ იმ ბინაში იპოვეს საიდანაც მამაკაცი გადახტა.

შემთხვევა კობალაძის 8-ში დღეს დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 115 მუხლით დაიწყო.