ბათუმში მოზარდი ბეჭის არეში დაჭრეს

ბათუმში მოზარდი ბეჭის არეში დაჭრესბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი ბეჭის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი 12-14 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

– ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 12-14 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი, – აცხადებს თვითმხილველი.

დაჭრილი სასწრაფო სამსახურს არ გადაუყვანია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი თანატოლებმა წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.