“ბებიამ ნახა, საძროხეში იყო ჩამომხრჩვალი, დილას ტაძარში ყოფილა” – მე-11 კლასელმა გოგონამ ოზურგეთში თავი მოიკლა

"ბებიამ ნახა, საძროხეში იყო ჩამომხრჩვალი, დილას ტაძარში ყოფილა" - მე-11 კლასელმა გოგონამ ოზურგეთში თავი მოიკლასაბედისწერო ბოლო ზარი – ოზურგეთში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

წინასწარი ინფორმაციით, მეთერმეტე კლასის მოსწავლე გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“ტვ პირველის” კორესპონდენტს უყვებიან, რომ ბოლო ზარის დღეს მოზარდი სკოლაში არ წასულა. უმძიმესი ამბავი კი გოგონას სახლში მოხდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ, ამბობენ იმასაც, რომ მოზარდს პრობლემები არ ჰქონია.

ირკვევა, რომ 11-ე კლასის მოსწავლე დღეს ტაძარში იმყოფებოდა. იქიდან მოსული ბებიას ესაუბრა, დაახლოებით ერთ საათში კი ბებიამ გოგონა ჩამომხრჩვალი, ძროხის სადგომში იპოვა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ, მოზარდის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

“ბებიამ ნახა, საძროხეში იყო ჩამომხრჩვალი. ძალიან კარგი ბავშვი იყო. პრობლემები არ ჰქონდა, დილას ტაძარში ყოფილა მეგობართან ერთად. იქიდან დაბრულებული ბებიას ესაუბრა, ცოტა ხანში კი სწორედ ბებიამ იპოვა გარდაცვლილი”- ამბობს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტვ პირველი